შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს
დადგენილება N75
2010 წლის 23 ივლისი
ქ. ბათუმი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, რსუ-ს წესდების მე-8 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის და რსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2010 წლის 15 მარტის №01 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ საფუძველზე აკადემიურმა საბჭომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად დანართი-1-ში მითითებული ფაკულტეტებისა და მიმართულებების მიხედვით გამოცხადდეს კონკურსი ;
2. კონკურსის ჩატარების ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) საბუთების მიღება იწარმოებს 2010 წლის 30 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით, დასვენების დღეებისა და შაბათ-კვირის გარდა, 10 საათიდან 15 საათამდე;
ბ) კონკურსი ჩატარდეს 2010 წლის 15 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო შედეგები გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2010 წლის 23 ოქტომბრისა;
დ) კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდეს 2010 წლის 1-ლი ნოემბრიდან;
3. გამოყენებული იქნას რსუ-ს აკადემიური საბჭოს მიერ 2010 წლის 14 აპრილის დადგენილება N-40-ით დამტკიცებული კონკურსანტის განცხადების (დანართი 2), ანკეტის (დანართი 3), საჩივრის (დანართი 4), განცხადებისა და საჩივრის მიღების შესახებ ცნობების (დანართები 5, 6), განცხადებებისა და საჩივრების სარეგისტრაციო ჟურნალების (დანართები 7, 8) ფორმები;
4. ინფორმაცია (დანართი 9) კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოქვეყნდეს გაზეთში „24 საათი“, ხოლო წინამდებარე დადგენილება განთავსდეს რსუ-ს ვებ–გვერდზე;
5. დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი ალიოშა ბაკურიძე
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკადემიური საბჭო
დადგენილება N76
2010 წლის 23 ივლისი
ქ. ბათუმი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 2010 წლის ივლისში გამოცხადებული კონკურსის ჩატარებისათვის საპროცედურო და საკონკურსო კომისიების შემადგენლობისა და უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, რსუ-ს წესდების მე-8 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის, რსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2010 წლის 15 მარტის №01 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, ასოც. პროფ. რუსუდან ხუხუნაიშვილის, ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის, პროფ. გივი ცეცხლაძის, სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის დეკანის, პროფ. ოთარ შაინიძის მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, აკადემიურმა საბჭომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 2010 წლის ივლისში გამოცხადებული კონკურსის ჩატარების მიზნით დამტკიცდეს საპროცედურო და საკონკურსო კომისიების შემადგენლობა დანართი 1 და დანართი 2–ის შესაბამისად;
2. საპროცედურო და საკონკურსო კომისიების მუშაობის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2010 წლის 30 აგვისტოდან 1-ლ ნოემბრამდე;
3. საპროცედურო და საკონკურსო კომისიების სამუშაო არ ანაზღაურდება;
4. საკონკურსო კომისიებს ეთხოვოს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ რსუ-ს აკადემიური საბჭოს 2010 წლის 14 აპრილის №40 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 15 მარტის №01 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად თავიანთი უფლებამოსილების განხორციელება;
5. დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი ალიოშა ბაკურიძე